|
2021-12-16 17:24:12, 618 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - დასაქმების ზრდისკენ მიმართული ჩვენი ძირითადი სტრატეგია არის ქართული ბიზნესის, ქართული წარმოების განვითარება
დასაქმების ზრდისკენ მიმართული ჩვენი ძირითადი სტრატეგია არის ქართული ბიზნესის, ქართული წარმოების განვითარება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში, „მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. „ყველა გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ შევძელით უმთავრესი რამ - უზრუნველვყავით ბიზნესისთვის მშვიდობიანი, პროგნოზირებადი, სტაბილური გარემო, რასაც ქართული ბიზნესიც პასუხობს განვითარებაზე ორიენტირებული განწყობით და ახალი ინვესტიციებით. ეს მიღწევა ასახულია სხვადასხვა საერთაშორისო სარეიტინგო შეფასებაში. საქართველომ ეკონომიკური შოკებისადმი მდგრადობის უზრუნველყოფით შეძლო შეენარჩუნებინა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, იმ ფონზე როცა გაუარესდა არაერთი ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი. სამივე სარეიტინგო კომპანიის (Fitch, S&P, Moodys') შეფასებით საქართველომ უზრუნველყო რეიტინგის შენარჩუნება პანდემიამდე მაჩვენებლის დონეზე და კრიზისის დაძლევა რეიტინგის გაუარესების გარეშე. სამივე საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ დაადასტურა, რომ საქართველო მდგრადია, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ დაგვარტყა, მაკროეკონომიკურად სტაბილურები ვართ და შექმნილია ბიზნესისთვის მშვიდობიანი განვითარების პირობები" - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის საშუალოვადიან მიზანს საინვესტიციო დონის შესაბამისი სუვერენული რეიტინგის მიღწევა (ე.წ. investment grade) წარმოადგენს, რაც ინვესტორებს სტაბილური განვითარებისთვის კიდევ უფრო მეტ გარანტიებს შეუქმნის.
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)