|
2021-12-16 17:11:12, 638 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძე პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე - ეს არ არის საქმიანი შეხვედრა, ეს არის პატარა დისკოთეკა
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ორბელიანების სასახლეში შეხვედრას არანაირი ოფიციალური სახე არ ექნება და ის „პატარა დისკოთეკა“ იქნება. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, საქმიანი შეხვედრის ჩანიშვნის შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება. „ეს არ არის არავითარი ოფიციალური, საქმიანი შეხვედრა, ეს არის პატარა დისკოთეკა. წვეულება, რომელსაც პრეზიდენტი ატარებს ახალ წელს, საშობაოდ, სააღდგომოდ და კიდევ რაღაც დღესასწაულებთად დაკავშირებით, თანაც, იმ შენობაში, რომელსაც ულამაზესი ბოქლომი ადევს და მილიონობით ფული იხარჯება მის შენახვაზე, დაცვაზე, გათბობაზე და ა.შ. შენობა, რომელიც ბიზინა ივანიშვილის ახირბის გამო დაიცალა, წელიწადში ერთხელ, ასეთი ალაფუშეტი იმართება. პრეზიენტთან საქმიანი შეხვედრა როცა იქნება, ნაციონალური მოძრაობა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება მასთან და სხვა ოპოზიურ პარტიებთან“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)