06:51 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-16 16:09:50, 503 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, მაროშ შევჩოვიჩს შეხვდა. - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ევროკომისიაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგებსა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.

"პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროპული არჩევანისა და მისწრაფებების შეუქცევადობა და აღნიშნა, რომ სწორედ ამის დადასტურებაა საქართველოს მთავრობის გეგმა, 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთების შესახებ.

შეხვედრისას, მთავრობის მეთაურმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები, ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესი, ასევე ისაუბრეს მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზე. მათ შორის, საუბარი შეეხო ენერგოუსაფრთხოების საკითხებს და საქართველოში განახლებადი ენერგიის წარმოების კუთხით არსებულ პოტენციალს." - წერია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics