|
2021-12-16 15:30:25, 844 ნახვა
პოლიტიკა
2013 წელს 17 მაისის საქმეზე სტრასბურგმა საქართველოს 193 500 ევროს გადახდა დააკისრა
2013 წლის 17 მაისს, „თბილისი პრაიდის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას დაზარალებულთათვის 193 500 ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლოს დადგენილებით, 17 მაისს ადამიანთა უფლებთა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლი მე-14-სთან ერთად დაარღვია, რაც ლგბტ+ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციულად არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს. ამასთანავე, სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-11 მუხლი მე-14 მუხლთან ერთად, რაც შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლების დარღვევას დისკრიმინაციულად გულისხმობს. სასამართლოს განჩინებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს პოლიციამ ვერ უზრუნველყო 2013 წლის 17 მაისს შეკრებილი ადამიანების უსაფრთხოება და სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მე-11 მუხლით გათვალისწინებული შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)