|
2021-12-16 12:08:37, 669 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - ბიძინა ივანიშვილს ძლიერი სურვილი აქვს ჯაფარიძე-ხაზარაძის დაკავების, მაგრამ ვერ გაბედავენ
„ნაციონალური მოძრაობის“’ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ე.წ ფულის გათეთრების საქმეზე ბიძინა ივანიშვილს დიდი სურვილი აქვს „ლელოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავონ, თუმცა ვერ გაბედავენ. როგორც მელიამ საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, ივანიშვილი აცნობიერებს, რომ მათი დაკავება „გადამლაშება“ იქნება და არაპროგნოზირებად ვითარებამდე მიიყვანს. „ძალიან ძლიერი სურვილი აქვს ბიძინა ივანიშვილს ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის დაკავების, წერეთლების ოჯახისთვის დარტყმის მიყენების. მაგრამ ვერ შეძლებენ. ძალიან დიდი სურვილი აქვთ, მაგრამ ვერ გაბედავენ. რატომ ვერ გაბედავს იცით? ნამეტანი არის. პოლიტიკური პატიმრები ერთ მოცემულ პერიოდში გყავდეს ბევრი, ჯერ ასეთი რამ მასაც არ უკადრია და აცნობიერებს, რომ ეს გადამლაშება იქნება და არაპროგნოზირებად ვითარებასთან მოუწევს გამკლავება“, - განაცხადა მელიამ „ფორმულასთან“ საუბრისას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)