06:51 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-15 22:41:49, 647 ნახვა

პოლიტიკა
„ემპათია“-ს ენდოკრინოლოგი სააკაშვილზე - წავიდა წონის აუხსნელი კლება, უნდა შეფასდეს თირკმლის და ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობა

დღეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცენტრ „ემპათია“-ს ენოკრინოლოგმა, ლალი ჯავაშვილმა მოინახულა. მისი განცხადებით, დროა, შეფასდეს თირკმლის და ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობა, ვინაიდან ექსპრეზიდენტს დაწყებული აქვს წონის აუხსნელი კლება.

მისივე თქმით, პაციენტისთვის საჭიროა გარკვეული ჰორმონების განსაზღვრაც.

„პაციენტისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მისი წონის დინამიკა არის ძალიან საყურადღებო. საავადმყოფოში გადმოყვანის პირველივე დღეებში მან მოიმატა 9 კილოგრამი, რაც ლოგიკურია, მაგრამ შემდეგ წავიდა წონის აუხსნელი კლება. სავარაუდოდ, ეს კლება განპირობებულია იმით, რომ ის ვერ იღებს საკვებს, რადგან აქვს გულის რევა, გარკვეული ტიპის პროდუქტებზე, განსაკუთრებით ცილოვან საკვებზე. არ მოწონს ეს საკვები და თუ მიიღო, მერე აქვს ღებინება. ამავე დროს, არის სრულიად გაურკვეველი წარმოშობის დიარეა. ჩვენი მიზანია გავერკვეთ რაშია საქმე, რატომ არის დიარეა ასეთი პერმანენტული, რასაც ავტომატურად მოჰყვება წონის კლება. ასევე არის ზოგიერთი ელექტროლიტის გაურკვეველი, არალოგიკური დინამიკა. ამიტომ, ვფიქრობ დადგა საკითხი, რომ უნდა შეფასდეს თირკმლის და ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობა. ასევე, გარკვეული ჰორმონების განსაზღვრა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ენდოკრინოლოგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics