|
2021-12-15 14:29:16, 592 ნახვა
პოლიტიკა
ეკატერინე ტიკარაძე – ჩვენ მხოლოდ პანდემიას არ ვმართავთ, უყურადღებოდ სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებიც არ დაგვრჩენია
„ჩვენ მხოლოდ პანდემიას არ ვმართავთ",-ასე უპასუხა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, თუ რატომ გააქტიურდა მინისტრი წასვლის წინ. „მსგავსი მასშტაბური ღონისძიებებისა და პრეზენტაციების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა ეს რომ გეგმის ნაწილი არ ყოფილიყო. ესეთი ღონისძიებები 5 წუთში არ იგეგმება და არ ხორციელდება. ეს ყველაფერი კალენდრით იყო გაწერილი და ჩვენ მივყვებით ამ რიტმს. ჩვენ მხოლოდ პანდემიას არ ვმართავთ, უყურადღებოდ სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებიც არ დაგვრჩენია. თავს ვალდებულად ვთვლი რომ მოქალაქეებს ყველა ის ქმედება, რომელიც სამინისტროს მიერ იყო განხორციელებული წარვუდგინო",-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)