|
2021-12-14 16:46:32, 680 ნახვა
პოლიტიკა
აკაკი მინაშვილი – მიხეილ სააკაშვილი გაცილებით სუსტადაა, მას საკვების 80%–ის მიღება, უბრალოდ არ შეუძლია
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკაკი მინაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. როგორც მინაშვილმა შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, ექს–პრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმებულია და ის ამ დროისთვის, საკვების 80%–ს ვერ იღებს. „მინდა გითხრათ, რომ ის გაცილებით სუსტადაა, ვიდრე ჩემი წინა ვიზიტის დროს, რომელიც რამდენიმე დღის წინ იყო. ბუნებრივია, იგი არის წამების, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. ამას მხოლოდ ჩვენ არ ვსაუბრობთ, ამას ამბობენ ვინც იქ შედის, ექიმებიც, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიც, სახალხო დამცველიც და ყველა ეს დოკუმენტი და ანგარიში პირდაპირ აცხადებს, რომ სერიოზული დარღვევები იყო მის საქმეში. ჩვენ ვხედავთ ექიმების განცხადებებსაც, რომ აქ არ არის მკურნალობის ის პირობები, რომელიც იქნება ეფექტური იმ პრობლემის დასაძლევად, რომელიც მას აქვს ამ ტრამვის, წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგად. მე პროფესიულად ვერ შევალ მის კვებასთან დაკავშირებით საკითხში, თუმცა ფაქტი შემიძლია გითხრათ, საკვების 80% უბრალოდ იყრება, მას არ შეუძლია მათი მიღება. ველოდებით სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფისა და ორგანიზაცია „ემპათიის“ დასკვნებს“, - აღნიშნავს აკაკი მინიაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)