|
2021-12-14 13:26:15, 565 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – ვიდრე „ნაცმოძრაობას“ აქვს პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია, რა თქმა უნდა, შერიგებაზე საუბარი არ იქნება
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა აღიაროს ყველა დანაშაული, რის შემდეგაც შეიძლება დაიწყოს საუბარი შერიგებაზე. როგორც კობახიძემ განმარტა, ვიდრე „ნაცმოძრაობას“ აქვს პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია, შერიგებაზე საუბარი არ იქნება. „ამ პოლიტიკურმა ძალამ და მისმა ლიდერებმა ერთი, რომ უნდა აღიარონ ყველა უმძიმესი დანაშაული, რაც მათ ჩაიდინეს, წამების, ღირსების შელახვის, არაადამიანური მოპყრობის, ტერიტორიების დათმობის, მედიის მიტაციების, ბიზნესის რეკეტის ჩათვლით, რასაც ჰქონდა სისტემური ხასიათი, ამის შემდეგ უნდა თქვან, რომ ასეთი დანაშაულების ჩამდენ პოლიტიკოსებს ბუნებრივია ადგილი არ აქვთ პოლიტიკაში, ეს უნდა აღიარონ, ამის შემდეგ შეიძლება დაიწყოს საუბარი შერიგებაზე, მაგრამ ვიდრე ამ ადამიანებს, დამნაშავეებს, კრიმინალებს აქვთ პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია, რა თქმა უნდა, შერიგებაზე საუბარი არ იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)