11:20 - 19 Aug, 2026
|
2021-12-14 11:55:07, 2299 ნახვა
ომი უკრაინაში
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ომიკრონი“ საქართველოში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა, თუმცა მოლოდინი არის
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით საქართველოში ლაბორატორიული კვლევით კორონავირუსის ახალი „ომიკრონ" ვარიანტი არ დაფიქსირებულა. როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ჯანდაცვის სისტემა მოლოდინის რეჟიმშია, რომ კოვიდ19–ის ახალი შტამი საქართველოშიც დადასტურდება. „რა თქმა უნდა, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოლოდინის რეჟიმშია, რომ „ომიკრონი" საქართველოშიც დადასტურდება. ამაში გასაკვირი არაფერია. თუმცა, როგორც ოფიციალურ პირს, არ მაქვს უფლება დაუზუსტებელი ინფორმაცია ვთქვა. ამ ეტაპისთვის, ჩვენ ლაბორატორიული კვლევით დადასტურებული ინფორმაცია არ გვაქვს და შესაბამისად ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას", - განაცხადა ტიკარაძემ.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)