|
2021-12-14 11:10:04, 612 ნახვა
პოლიტიკა
ეკატერინე ტიკარაძე – კონსულტაციები მიმდინარეობს, ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი იქნება ღირსეული
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მისთვის არ არის ცნობილი, თუ ვინ განიხილება მის შემცვლელად, ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე. როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გუნდში გარკვეული კონსულტაციები მიმდინარეობს და კანდიდატი, რომელსაც მინისტრის თანამდებობაზე დაასახელებენ, იქნება ღირსეული. „ჩემთვის ეს არ არის ცნობილი, გარკვეული კონსულტაციები მიმდინარეობს, იმ შემთხვევაში, თუ მექნება ინფორმაცია, გავაკეთებ შესაბამის კომენტარს. ნებისმიერ შემთხვევაში, ვთვლი, რომ კანდიდატი იქნება ღირსეული და მნიშვნელოვანია, მისი მხრიდანაც გადადგმული იყოს მშვიდი, მნიშვნელოვანი და თანმიმდევრული ნაბიჯები. არჩილ თალაკვაძე ხშირად ესწრება ჯანდაცვის სხვადასხვა ღონისძიებებს, ვინაიდან მისი ბექგრაუნდი ჯანდაცვასთანაა დაკავშირებული“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)