|
2021-12-13 20:44:00, 688 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი - არასდროს არ გვითქვამს უარი იმაზე, რასაც ჰქვია თანამშრომლობა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, მმართველ პარტიას ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, თანამშრომლობაზე უარი არასდროს უთქვამთ. მისი თქმით, ოპოზიციის პათოსი ქვეყნის დესტაბილიზაცია, რევოლუცია და მიხეილ სააკაშვილის დახსნაა. „ჩვენ არასდროს არ გვითქვამს უარი იმაზე, რასაც ჰქვია თანამშრომლობა. შერიგების საკითხი, სიტყვა სხვა არის და არ შეესაბამება იმ მოთხოვნას და ულტიმატუმს, რომელიც ყოველდრიურად გვესმის. თითქოს, შერიგების ხაზი უნდა გადიოდეს სააკაშვილის განთავისუფლებაზე, ყველა დანაშაულის პატიებაზე, ისე, რომ თვითონ არ აღიაროს. ასევე, რიგგარეშე არჩევნებზე და ზოგადად, გადადგომასა და ხელისუფლებაში მათ მოსვლაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით ვუტრირებ, მაგრამ პათოსი ეგ არის - დესტაბილიზაცია, რევოლუცია, დახსნა და ა.შ. „ამას“ არ გავაკეთებთ თუ შევრიგდებით, უკვე ეს არის ულტიმატუმი“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)