|
2021-12-13 15:36:59, 1177 ნახვა
რეგიონი
სოფელ რენეს საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მალე დასრულდება
სოფელ ზემო რენეში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დასრულდება. - ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცლებს. უწყების ცნობით, ამჟამად შიდა და გარე ფასადის სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობს. „8 სოფელს 30 წლის განმავლობაში საბავშვო ბაღი არ ქონდა. მშობლებს ბავშვები მეზობელი სოფლების საბავშვო ბაღებში დაყავთ, რაც გარკვეულ სირთუულებთან იყო დაკავშირებული. ზემო რენეს საბავშვო ბაღი 8 სოფლის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, რომელთაგანაც 3 საზღვრისპარაა, ხოლო 4 მაღალმთიანი. საბავშვო ბაღის აღდგენით სამუშაოებს შპს „ლიკანი 200“ ახორციელებს, რომლის ღირებულება 684 112 ლარია. პროექტი დაფინანსებულია რეგიონალური განვითარების ფონდის და კასპის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ. დასრულებული შენობა თანამედროვე სტანდარტებს სრულად იქნება დაქვემდებარებული, ასევე აღჭურვილი იქნება საჭირო ინვენტარით, კეთილმოწყობილი ეზოთი და გასართობი საშუალებებით.სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია - მშენებლობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ბავშვები განსაკუთრებულ პირობებს საჭიროებენ, ამისათვის კი არსებული შესაძლებლობიდან გამომდინარე აქტიურ სამუშაოებს ვახორციელებთ. სულ მალე პატარები ახალ მოსახლეობას იზეიმებენ - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)