|
2021-12-13 12:48:52, 498 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - არ გვაქვს დღის წესრიგში პატიმარ სააკაშვილის უცხოეთის კურორტებზე გაგზავნის საკითხი
ნამდვილად არ გვაქვს დღის წესრიგში პატიმარ სააკაშვილის უცხოეთის კურორტზე გაგზავნის საკითხი, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ცენტრ „ემპათიას“ ექიმების პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის უცხოეთში გაგრძელებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანრთელობის მდგომარეობა, როგორც ყველა პატიმრის, კონტროლდება. „პატიმარ სააკაშვილის საკითხი მილევადი ხდება და მოდით, ნუ შექმნით სურათს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ დღის წესრიგშია. ნამდვილად არ გვაქვს დღის წესრიგში პატიმარ სააკაშვილის უცხოეთის კურორტზე გაგზავნის საკითხი, იმიტომ რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დასვა საქართველოს საზოგადოებამ. ყველა პატიმრის, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კონტროლდება და აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ დამატებიტი კომენტარები იყოს ამასთან დაკავშირებით საჭირო“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)