|
2021-12-13 10:02:30, 524 ნახვა
პოლიტიკა
ხავიერ კოლომინა - 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული ვრჩებით
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, ეხმაურება. როგორც კოლმონა აღნიშნავს რუსეთს სურს უკარნახოს უკრაინასა და საქართველოს, თუ რა არჩევანი გააკეთონ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით. „რუსეთს სურს უკარნახოს ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან უკრაინა და საქართველო, რა არჩევანი გააკეთონ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით. როგორც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცოტა ხნის წინ რიგაში განაცხადეს, ჩვენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ ერთგული ვართ,”- წერს ხავიერ კოლომინა „ტვიტერში“. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა ალიანსს, საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების შესახებ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება გააუქმოს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)