|
2021-12-13 01:21:23, 4568 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯანმო- ომიკრონი სავარაუდოდ დელტა შტამზე სწრაფად ვრცელდება და მის წინააღმდეგ ვაქცინები შესაძლოა, ნაკლებად ეფექტიანი იყოს
„კოვიდ-19“-ის ახლად აღმოჩენილი „ომიკრონ“ შტამი სავარაუდოდ „დელტა“ შტამზე სწრაფად ვრცელდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. გაერო-ს ორგანიზაციის ცნობით, „ომიკრონ“ შტამის წინააღმდეგ ვაქცინები შესაძლოა, ნაკლებად ეფექტიანი იყოს. „ომიკრონი“ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც „დელტას“ ცირკულაცია დაბალი იყო. მაგრამ ასევე, როგორც ჩანს, უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტას“ შტამი სხვა ქვეყნებში, სადაც „დელტას“ ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში“, – აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. გაერო-ს ორგანიზაციის ინფორმაციით, ჯერ კიდევ ძალიან შეზღუდულია მონაცემები „ომიკრონ“ შტამთან მიმართებით ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ, ასევე რამდენად მძიმეა ახალი ვარიანტი. მანამდე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მკვლევრებმა განაცხადეს, რომ არსებობს გარკვეული მითითებები, რომ „ომიკრონი“ ნაკლებად მძიმეა, ვიდრე „დელტა“. ასევე, არსებული მონაცემებით, ევროკავშირში შემთხვევების უმეტესობა მსუბუქია.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)