|
2021-12-10 22:30:31, 790 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - მზად ვარ ჩავერთო პრეზიდენტის გამოთქმულ ინიციატივაში
პოლიტიკური პარტია „დროა“-ს დამფუძნებელი ელენე ხოშტარია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დაპირებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, იგი მზად არის ჩაერთოს „დემოკრატიის სამიტის“ დროს, პრეზიდენტის მიერ წამოყენებულ ინიციატივაში. განცხადების მიხედვით, აღნიშნული პარტიის ლიდერს იმედი აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილის ეს დაპირება, „ცარიელ სიტყვებად“ არ დარჩება და იგი ხელს მისცემს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას, დიალოგისა და თანხმობის საერთო პლატფორმის შექმნას. “მე მზად ვარ ჩავერთო პრეზიდენტის გამოთქმულ ინიციატივაში. გასაგებია, რომ ნდობა 0-ზეა, გასაგებია, რომ პოლიტიკური დევნით, სუს-ით, არჩევნების მიტაცებით, შანტაჟით ეს არაფერი გამოვა. მაგრამ, ყველანირი კომპლექსის გარეშე, მე მზად ვარ შანსი მიეცეს ამას და პროცესში გამოჩნდეს, ვინ რაზეა რეალურად წამსვლელი. პრეზიდენტის ხელშია შეწყალების ბერკეტი, მას შეუძლია, პოზიციის დაფისქსირება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, მედიაზე ზეწოლაზე, საკრებულოებზე და ა.შ.”, - აღნიშნავს ელენე ხოშტარია თავის „ფეისბუქ“ გვერდზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)