|
2021-12-09 22:53:38, 1220 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი ტიკარაძეზე - მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ასეთ რთულ მდგომარეობაში ადამიანობა შეინარჩუნა
"მიუხედავად ყველაფრისა, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ასეთ რთულ მდგომარეობაში ადამიანობა შეინარჩუნა" - საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს მადლობას უხდის და მის გადადგომას ეხმაურება. "კოვიდის მართვის სრული ჩავარდნა აპატია ჯანდაცვის მინისტრ ტიკარაძეს ივანიშვილმა, მაგრამ არ აპატია ობიექტური სპეციალისტების მიერ დაკომპლექტებული სახელმწიფო კომისიის შექმნა ჩემს საკითხზე, ის, რომ მან უარი თქვა, რატის როლი მოერგო და ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ყოველგვარი ტყუილები ელაპარაკა, რასაც მას მთავრობა სთხოვდა და ბოლოს მან, ტიკარაძემ, შეუერთა თავისი ხმა ჩემს კლინიკაში გადაყვანის მსურველებს. კოვიდ-პასპორტები იყო ბოლო წვეთი, ახლაც კარგად აჩვენებს ეს ყველაფერს, თუ როგორ არ ადარდებს მთავრობას ადამიანების სიცოცხლე. მიუხედავად ყველაფრისა, მინდა ჩემგან გადავუხადო ქალბატონ ტიკარაძეს დიდი მადლობა, რომ მან ასეთ რთულ მდგომარეობასა და სიტუაციაში შეინარჩუნა ადამიანობა." -წერია საკაშვილის გავრცელებულ განცხადებაში. ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულის შესახებ, მან „ქართული ოცნების“ ბრიფინგზე განაცხადა. ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, გადადგომამდე, ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა სამედიცინო საზოგადოებასა და ჯანდაცვის სამინისტროს, მათ, ვინც პანდემიის პერიოდში დაუღალავად, 24 საათიანი რეჟიმში შრომობდა.
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
ზელენსკიმ ირანისთვის რუსეთის დახმარების დეტალები წარმოადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)