|
2021-12-09 15:40:24, 464 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე ოპოზიციაზე - პრეზიდენტს შეურაცხყოფას აყენებენ და თან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოენ
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიწყალონ, პირველ რიგში, პატიება უნდა ითხოვოს. ამის შესახებ კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს ქართველი ხალხის წინაშე კონკრეტული დანაშაულები აქვს ჩადენილი. მისი თქმით, არასწორია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ქვეყნის პრეზიდენტს შეურაცხყოფას აყენებენ და თან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვენ. „მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი კრიმინალია. ბრალდებულია კონკრეტულ საქმეებზე. არავის უხარია მიხეილ სააკაშვილის ან ნებისმიერი ბრალდებულის დაპატიმრება, მაგრამ როდესაც მის უკან დგას დანაშაულები, რაც საქართველოს მოსახლეობას აკადრა, სხვანაირად შეუძლებელია. არავის ვუსურვებ იგივე გაეკეთებინოს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მიხეილ სააკაშვილმა გააკეთეს. რაც შეეხება შერიგებას, აქამდე რომ მიხვიდე, უნდა აღიარო, მერე უნდა ითხოვო პატიება და შეწყალება. ჩვენ რას ვხედავთ?! პრეზიდენტს შეურაცხყოფას აყენებენ და თან შეწყალებას სთხოვენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
ზელენსკიმ ირანისთვის რუსეთის დახმარების დეტალები წარმოადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)