|
2021-12-08 19:23:51, 865 ნახვა
სამართალი
ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის სასამართლოზე
ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ის თაობაზე გამართულ სასამართლო გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა და ტელეკომპანია კვლავ ქიბარ ხალვაშს დარჩა. „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არაკეთილსინდისიერია. „დღეს, სასამართლომ ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა, რომ როცა ნორმალური სასამართლო იქნება, ახლადაღმოჩენილი გარემოების გამო, დავიბრუნოთ „რუსთავი 2“ და შევიდეთ კვლავ ამ საქმის განხილვაში. როგორ? მან თქვა, რომ ქიბარ ხალვაშსა და აქიმიძე/დვალს შორის, უშუალოდ ამ ორ ადამიანს შორის გაფორმებული კონტრაქტით, ქიბარ ხალვაში კეთილსინდისიერი შემძენი იყო. ახლა გაიხსენეთ, რა მოხდა „რუსთავი 2“-ზე, 2006 წლიდან, ათი თუ თოთხმეტი მფლობელი იყო შეცვლილი, ათი წელი იყო გასული და იმაზე თქვა, რომ ყარამანიშვილი არ არის კეთილსინდისიერი შემძენიო. ამ ქვეყანაში სამართალი არსებობს? არ არსებობს თავისთავად ცხადია. უნდა ჩამოყალიბდნენ, ან დვალი და აქიმიძე იყო მართალი, ან ყარამანიშვილი, ან ორივე. საქმე იმაშია, რომ ორივე შემთხვევაში ქიბარ ხალვაშია მტყუანი და ორივე შემთხვევაში ქიბარ ხალვაშმა გაიმარჯვა. ეს არის ამ ქვეყნის მართლმსაჯულების კვინტენსეცია" - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)