|
2021-12-08 13:53:51, 756 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იოსელიანი – ადამიანები რიგდებიან და არა პოლიტიკური პარტიები, შეიძლება შერიგდნენ ივანიშვილი და სააკაშვილი
გზავნილები, რაც მიხეილ სააკაშვილისგან და მისი პარტიისგან მოდის, აბსოლუტურად აცდენილია ერთმანეთთან, – ასე ეხმაურება პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ლევან იოსელიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ჰოპოთეტური შერიგებები არ ხდება, ადამიანები რიგდებიან და არა პოლიტიკური პარტიები. „ის გზავნილები რაც მიხეილ სააკაშვილისგან და მისი პარტიისგან მოდის, აბსოლუტურად აცდენილია ერთმანეთთან და ზოგადად მე არ მჯერა მე ეროვნული შერიგებების. შეიძლება შერიგდეს მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი, ეს შეიძლება მოხდეს თეიროულად და ეს თუ მოხდება, დამიჯერეთ, მერე ქვედა დონეზეც, პარტიებიც და პარტიების ლიდერებიც შერიგდებიან, ასე რომ, ესე ჰიპოთეტური შერიგებები არ ხდება, ადამიანები რიგდებიან და არა პოლიტიკური პარტიები“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)