|
2021-12-08 12:01:12, 1234 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის ცენტრალური ქუჩის ერთ მონაკვეთზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
„განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბოლნისის ცენტრალური ქუჩის ერთ მონაკვეთზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. - ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბოლნისის ცენტრალური ქუჩის ერთ მონაკვეთზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის, 104-დან 110-ის ნომრის ჩათვლით მონაკვეთზე მდებარე შენობების ფასადის ქვა-ბამბის მასალით შეფუთვა ხორციელდება, რაც სახლების ენერგოეფექტურობას განაპირობებს. პროექტი ასევე ფასადების შეღებვასა და სახლების სახურავების შეცვლასაც ითვალისწინებს. „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კულტურის სახლის წინ მდებარე სკვერი კეთილმოეწყობა. სკვერში უკვე დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის გარე განათებები და ახალი საბავშვო ატრაქციონი, ამ ეტაპზე კი სკვერის ლანდშაპტის დიზაინის შემუშავება მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის წამომადგენელთან ერთად გაეცნო. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაცაა დაგეგმილი. „ქალაქ ბოლნისში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროექტის „განახლებული რეგიონების“ფარგლებში, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. სულხან-საბა ორბელიანის ცენტრალური ქუჩის ერთ მონაკვეთზე არსებული შენობების ფასადები რეაბილიტირდება, ასევე გამოიცვლება სახლის სახურავები, კულტურის სახლის წინ მდებარე სკვერი კი კეთილმოეწყობა, ლანდშაფტი სრულიად განახლდება. აღსანიშნავია, რომ სახლების ფასადების შეფუთვა ქვა-ბაბმით განხორციელდება, რაც ამ შენობებს ენერგოეფექტურს გახადის. პროექტი ასევე ითვალისწინებს მერიის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასაც. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მოწესრიგებულ ინფარსტრუქტურას მივიღებთ, რაც ჩვენს ქალაქში ტურიზმის განვითარებას ხელს უდავოდ შეუწყობს. ჩვენ ევროპულ ქალაქში ვცხოვრობთ და მიხარია, რომ ცენტრალური მთავრობის დახმარებით, ბოლნისის ისტორიული ქუჩის ერთი მონაკვეთი ესთეტიკურად კიდევ უფრო გალამაზდება. აღნიშნული პროექტი განსაკუთრებით ჩვენს მოქალაქეებს მოსწონთ, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი და ქალაქი სწორი მიმართულებით ვითარდება“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)