|
2021-12-07 18:31:49, 580 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე საბა ბუაძეს - შეურაცხყოფას არავინ გაგიტარებს, მიიღებ ძალიან მტკივნეულ პასუხს
შეურაცხყოფის მიყენებას იცოდე, არავინ არ გაგიტარებს, მიიღებ შესაბამის პასუხს, ძალიან მტკივნეულსაც, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე, "ლელოს" წევრ საბა ბუაძეს რომელმაც კახა კალაძეს კორუმპირებული მერი უწოდა. "მე მაქვს ჩემი მოსაზრება თქვენ მმართველობასა და კეთილსინდისიერებასთან. მიმაჩნია, რომ თქვენ დედაქალაქის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მერი ხართ. არა მხოლოდ პერსონალური გამდიდრების და კორუფციის თვალსაზრისით, პარტიის სასარგებლოდ", - განაცხადა საბა ბუაძემ. ცნობისთვის, ამ წუთებში დედაქალაქის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების დამტკიცების საკითხზე მსჯელობენ. ხმაურია საკრებულოს გარე ტერიტორიაზეც სადაც აქციას "ნაცმოძრაობის" წერვები და აქტივისტები მართავენ. აგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)