|
2021-12-07 10:09:40, 691 ნახვა
პოლიტიკა
ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის წინ ენტონი ბლინკენი ვლადიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვლადიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა, – ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხლუობთ, ბლინკენმა ზელენსკის დაუდასტურა ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. „სახელმფიო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა ვაშინგტონიდან. მდივანმა ბლინკენმა გაიმეორა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუსული აგრესიის ფონზე, პრეზიდენტ ბაიდენისა და პუტინის სატელეფონო საუბრის წინ. მხარეები შეთანხმდნენ დონბასში კონფლიქტის მშვიდობიანი, დიპლომატიური გადაწყვეტის აუცილებლობაზე და უკრაინის სუვერენიტეტის სრულად აღდეგნაზე მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე, მათ შორის, ყირიმზე“, – ვკითხულობთ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის ვიდეოშეხვედრა გაიმართება, რომლის მთავარი განსახილველი თემა უკრაინაში არსებული სიტუაცია და ქვეყნის ირგვლივ მიმდინარე დაძაბული პროცესი იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)