|
2021-12-06 18:01:08, 647 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - მელიას სუს-ში დაბარება პოლიტიკური წნეხის გაზრდას ემსახურება
დღეს სუსის ფუნქცია არა ქვეყნის დაცვა არამედ ის პოლიტიკური მანიპულაციებია, რასაც ახლა ვხედავთ, რაც შეეხება იმას თუ რა მოხდება ამის პროგნოზი შეუძლებელია ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, შეიძლება სულმა წასძლიოს და კიდევ ძალის დემონსტირება მოახდინოს. - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ნიკა მელიას „სუსში“ გამოკითხვაზე დაბარების ფაქტს. ბოკერიას თქმით, ყველა რეპრესიული ნაბიჯი მელიას წინააღმდეგ ძალიან მწვავედ იქნება შეფასებული. „ეს არ ხდება პირველად, ამ რეჟიმის ტრადიციული მეთოდია ამ ტიპის გამოძიებები. ყველამ იცის, რომ აქ არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს, პოლიტიკური წნეხის და პროპაგანდის სხვადასხვა ფორმით ინსტრუმენტია წლებია ასე უტიფრად "სუსის" გამოყენება, დღეს "სუსის"ფუნქცია არა ქვეყნის დაცვა არამედ ის პოლიტიკური მანიპულაციებია, რასაც ახლა ვხედავთ, რაც შეეხება იმას თუ რა მოხდება ამის პროგნოზი შეუძლებელია ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, შეიძლება სულმა წასძლიოს და კიდევ ძალის დემონსტირება მოახდინოს. ყველა შემთხვევაში ყველა რეპრესიული ნაბიჯი მელიას წინააღმდეგ იქნება შეფასებული ძალიან მწვავედ, იმაზე მწვავედ ვიდრე ეს აქამდე მოხდა, როგორც კიდევ ერთი მსხვილი პოლიტიკური დევნილის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, ეს იქნება შედეგი.“ - განაცხადა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)