|
2021-12-06 14:20:21, 681 ნახვა
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური - ნიკა მელია არის ხულიგანი, „ნაცმოძრაობის“ მმართველი სააკაშვილის მიერ დამცირებული
ნიკა მელია არის ხულიგანი, „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური მმართველის, სააკაშვილის მიერ არის დამცირებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ალუდა ღუდუშაურის თქმით, ""ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები საკუთარ სიტყვას არასდროს არ ასრულებენ. "რამდენჯერაც იქნება დანაშაულის ნიშნები, იმდენჯერ არის შესაბამისი ორგანო ვალდებული, რომ გამოძიება დაიწყოს, თუნდაც მეათეჯერ იყოს ეს. ნიკა მელია არის ხულიგანი, „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური მმართველის, სააკაშვილის მიერ არის დამცირებული, ისეთ დღეშია ჩაგდებული, რომ ყველაში, დიდ ნაწილში გამოიწვია ემპათიური გრძნობები. კარგად იცით, რა დღეში ჩააგდეს - ჯერ აძახებინეს, რომ ვერ დააკავებდნენ, მერე გირაოს არ მიიღებდა, შემდეგ გამოვიდა და ამბობდა, რომ ვინც პარლამენტში შემოვიდოდა, იქნებოდა პუფი და პირველი პუფი იყო თვითონ, როცა შემობრძანდა პარლამენტში. ნებისმიერ შემთხვევაში, კანონსაწინააღმდეგო განცხადებებით, რომ თურმე ინსტიტუციების კითხვებს არ გასცემს პასუხს, ამას როცა ამბობს, ეს იგივე ცრუპენტელა მელიაა, როცა თქვა, რომ ვერ დააკავებდნენ და გირაოს არ მიიღებდა. ერთი განცხადება მითხარით მისი, რომელიც შეასრულა, სად გინახავთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები თავის სიტყვას ასრულებდნენ“- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)