14:53 - 26 Jul, 2026
|
2021-12-06 10:12:54, 725 ნახვა
პოლიტიკა
იან კელი ირაკლი კობახიძეს - შეეშვი კელი დეგნანის რეპუტაციის შელახვას, ამ ბრძოლას ყოველ ჯერზე წააგებ
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მიმართავს და მოუწოდებს, შეეშვას აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეპუტაციის შელახვას. „ირაკლი კობახიძე, შეეშვი კელი დეგნანის კვალიფიკაციისა და რეპუტაციის შელახვას. ეს არის ბრძოლა, რომელაც ყოველ ჯერზე წააგებ", - წერს იან კელი. შეგახსენებთ, რომ„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საარჩევნო ბარიერზე საუბრისას განაცხადა, რომ ის კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტია, კელი დეგნანი კი, არ არის ექსპერტი. კობახიძის განცხადების საპასუხოდ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ მასაც აქვს განათლება კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)