|
2021-12-05 17:12:50, 636 ნახვა
პოლიტიკა
კელი დეგნანი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე: იმედგაცრუებული ვართ, რომ ეს პროცესი გაგრძელდა
აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი იმედგაცრუებულია იმით, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი გაგრძელდა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტს სხვა პრიორიტეტებზე ჰქონდა სამუშაო. როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ინკლუზიური და სრული სასამართლო რეფორმის განხორციელება, რასაც თავად მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც თანხმდებოდნენ. „იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ ეს პროცესი გაგრძელდა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ბევრი სხვა პრიორიტეტი, რომელზეც პარლამენტმა უნდა იმუშაოს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არის 5 ვაკანტური პოზიცია არამოსამართლე წევრებისთვის, ეს პოზიციები თავისუფალია თვეების მანძილზე და რატომღაც, არავინ არ ჩქარობს, რომ შეივსოს, მაშინ, როდესაც ისინი წარმოადგენენ ხალხის აზრს სასამართლო სისტემაში, შესაბამისად ეს რთული ასახსნელია. ასევე გასათვალისიწნებელია, რომ თავად მმართველი პარტიის წარმომადგენლები დათანხმდნენ სასამართლო რეფორმის განხორციელების მნიშვნელობას. მნიშვნელოვანია ინკლუზიური და სრული სასამართლო რეფორმის განხორციელება“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ცნობისთვის, პირველ დეკემბერს, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 4 კანდიდატი უვადოდ დანიშნა. უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნენ: თამარ ოქროპირიძე, გენადი მაკარიძე, ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)