02:02 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-04 14:57:30, 1110 ნახვა

რეგიონი
ქალაქ ახალციხეში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება

პროგრამა „განახლებული რეგიონები“ საქართველოს პრემიერ- მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის  მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქალაქ ახალციხეში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე  ურბანული განახლების სამუშაოები  მიმდინარეობს თამარაშვილისა და ნათენაძის ქუჩებზე. რეაბილიტაცია უტარდება ქალაქის ცენტრალურ პარკს,  თამარაშვილის მოედანს და მიმდებარე სკვერს, ასევე ნათენაძისა და კეცხოველის ქუჩებზე  საცხოვრებელი სახლებისა და ექვსსართულიანი შენობის  გარე ფასადებს.

„განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics