|
2021-12-04 10:11:20, 612 ნახვა
პოლიტიკა
ომბუდსმენი - მადლობა აშშ-ის ელჩს საარჩევნო რეფორმის მხარდაჭერისთვის! იმედია, ათწლეულების ბრძოლა წარმატებით დასრულდება
ომბუდსმენი სოციალურ ქსელში შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება და მადლობას უხდის საარჩევნო რეფორმის საკითხების მტკიცე მხარდაჭერისთვის. "დიდი მადლობა აშშ-ს ელჩს, ქ-ნ კელი დეგნანს საარჩევნო რეფორმის საკითხების მტკიცე მხარდაჭერისთვის! საარჩევნო ბარიერის დაწევა არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის, ან პოლიტიკური შეთანხმების მედიატორი ქვეყნების მხრიდან თავს მოხვეული საკითხი, დაბალი საარჩევნო ბარიერი დღეს არის უმნიშვნელოვანესი და საკვანძო საკითხი საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის, რასაც მხარს ვუჭერთ ყველა, ვისაც საარჩევნო რეფორმებზე და ადამიანის უფლებების საკითხებზე გვიმუშავია ამ ქვეყანაში! იმედია, ათწლეულების ბრძოლა პროპორციული წარმომადგენლობის მისაღწევად წარმატებით დასრულდება!", - წერს ნინო ლომჯარია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)