|
2021-12-03 14:23:07, 844 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი წულუკიანს - გაოგნებული ვარ, ერთხელაც არ ახსენეთ გელათი, მავლებლობისთვის ვინმე დაისაჯა?
გაოგნებული ვარ, ამხელა მოხსენების დროს, ერთხელაც არ ახსენეთ გელათი, ვითომ იქ ყველაფერი კარგად არის და ის უბედურება არ მომხდარიყოს, რაც მოხდა, როდესაც უზარმაზარი ფული დაიხარჯა, მათ შორის მსოფლიო ბანკის, - ასე მიმართა პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ალეკო ელისაშვილმა მიმართა წულუკიან კითხვით, დაისაჯა თუ არა ვინმე იმ მავნებლობისთვის, რაც გელათის სამონასტრო კომპლექსში ჩაიდინეს. „თქვენ როდესაც კომიტეტის თავმჯდომარე იყავით, განხილვაც მოაწყვეთ, მაგრამ შედეგი რა გვაქვს? როგორც ვიცით, გამოძიება მიმდინარეობს, თუ შეგიძლიათ გვითხრათ, იმ ენით აუწერელი მავნებლობისთვის, რაც გელათში ჩაიდინეს, ვინმე დაისაჯა? რამდენადაც ვიცი, „იუნესკოს“ რეკომენდაციაა, რომ 1-ელ თებერვლამდე ყველაფერი უნდა მეტ-ნაკლებად აღდგეს. შესრულდა თუ არა ეს და რა ხდება ამ ეტაპზე გელათში, ისევ თუნუქით არის გადახურული გელათი და საფრთხის ქვეშ არის თუ ამ სირცხვილს თავი მოვაბით და დავძლიეთ?“ - განაცხადა ელისაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)