|
2021-12-03 13:50:37, 726 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი - „ლიტერას“ სამინისტრო უკან არ დაიბრუნებს, კეზერაშვილის პრემია დარჩება კეზერაშვილს
ჩვენ გვქონდა ლიტერატურული პრემია ლიტერა. ღიად გეუბნებით, რომ ამ პრემიას, რომელიც გახდა კეზერაშვილის პრემია, სამინისტრო უკან არ დაიბრუნებს. - ამის შეახებ კულტურის მინისტრმა მინისტრის საათის ფორმატიში საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ახალი ლიტერატურული პრემია დაფუძნდება. "ჩვენ დავაფუძნებთ ახალ ლიტერატურულ პრემიას. მე ვაპირებდი სასამართლო დავის წამოწყებას, თუმცა ეს ვერ გავაკეთეთ, რადგან აღმოჩნდა, რომ როდესაც ეს კონკურსი და პრემია დაფუძნდა, სახელმწიფო დონეზე არ იყო არც ერთი საკანონმდებლო აქტი გამოცემული, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს იყო ნამდვილად სახელმწიფო კონკურსი და პრემიაა. შესაბამისად, როდესაც ეს კონკურსი და პრემია მიითვისა კერძო სტრუქტურამ, ვერ შევძელით სასამართლო დავის წამოწყება. ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, კეზერაშვილის პრემია დარჩება კეზერაშვილს." - განაცხადა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)