|
2021-12-03 12:25:57, 889 ნახვა
პოლიტიკა
ზუგდიდის ახლად არჩეული საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო
ზუგდიდის ახლად არჩეული საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნას პატივი მიაგეს და სხდომაზე მისი ფოტოები გაშალეს. საკრებულოს პირველი სხდომა ზუგდიდი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა გახსნა. სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი გაუძღვება. სხდომაზე დღეს უნდა აირჩიონ საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები. ცნობისთვის, ზუგდიდის საკრებულოში 22 მანდატი „ნაციონალურ მოძრაობას, 20 მანდატი „ქართულ ოცნებას“, 3 მანდატი კი, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ აქვს მოპოვებული. ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 24 ნოემბერს აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, დეპუტატ ნუგზარ ფუტკარაძეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლისა და საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად მუშაობის სანაცვლოდ, 100 000 დოლარს სთავაზობდნენ.
ფოტო - მთავარი არხი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)