|
2021-12-02 15:56:09, 703 ნახვა
პოლიტიკა
კელი დეგნანი - ერთპარტიულობა რისკის ქვეშ აყენებს დემოკრატიას, 5%-იანი ბარიერი არაა გზა მრავალფეროვნებისკენ პარლამენტში
დემოკრატია მოსაზრებათა მრავალფეროვნებას მოითხოვს. მხოლოდ ერთპარტიული მმართველობა რისკის ქვეშ აყენებს დემოკრატიის პრინციპს. - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, 5%-იანი ბარიერის დატოვება არ არის გზა უფრო მეტი მრავალფეროვნებისკენ პარლამენტში.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბარიერის დაწევა იყო პოზიტიური რამ და ყველა პოლიტიკური ლიდერი შეთანხმდა ამაზე მოლაპარაკებების დროს, 19 აპრილის შეთანხმებაში, რომ დაბალი ბარიერი იქნებოდა პოზიტიური რამ საარჩევნო რეფორმისთვის. ეს იყო ერთ-ერთი პოზიტიური შედეგი 2020 წლის არჩევნებზე, რამაც მოიტანა ის, რომ 9 პოლიტიკური პარტია შევიდა პარლამენტში. 5%-იანი ბარიერის დატოვება ნამდვილად არ არის გზა უფრო მეტი ინკლუზიისკენ და მეტი მრავალფეროვნებისკენ პარლამენტში. ეს არ შეესაბამება იმ რეკომენდაციებს რაც გასცეს საერთაშორისო ექსპერტებმა და რაზეც შეთანხმდა პოლიტიკური სპექტრი. სამწუხარო იქნება, რომ რაზეც შეთანხმდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მათ შორის, მმართველი პარტიაც, არ განხორციელდება", - განაცხადა ელჩმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)