|
2021-12-02 13:12:13, 523 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი ე.წ პიჯაკების საქმეზე - გადასახადების მასაჟისტისთვის გადახდა, რომელიც მასაჟს კბილებით აკეთებს, გაუმართლებელია
საფრანგეთის ყოფილი პრემიერი 300 ათასი ევროს არამიზნობრივი დახარჯვისთვის გაასამართლეს და სააკაშვილის მიერ რამდენიმე მილიონია ისე დახარჯული, რომ ამას არანაირი გამართლება არ აქვს. - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერი, ამბობს რომ ის მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმარს ვერ უწოდებს, რადგან გადასახაებიდან ბევრი ხარჯია, რომელიც არანაირ კრიტერიუმს არ შეესაბამება. „საფრანგეთის ყოფილი პრემიერი 300 ათასი ევროს არამიზნობრივი დახარჯვისთვის გაასამართლეს და სააკაშვილის მიერ რამდენიმე მილიონია ისე დახარჯული, რომ ამას არანაირი გამართლება არ აქვს. მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმარს ვერ ვუწოდებდი. ჩვენი გადასახადების გადახდა მასაჟისტისთვის, რომელიც მასაჟს კბილებით აკეთებს ან შიშველი ქალი, რომელიც თავის სხეულით ხატავს, ეს არის ხარჯები, რომელიც არ შეიძლება, სადაო იყოს, მით უმეტეს, ეს არის საიდუმლო გრიფით წოდებული დოკუმენტები. 150 ათასი არის ნიკა ყიფშიძის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად გერმანიაში და ა.შ. ბევრი ხარჯია, რომელიც არანაირ კრიტერიუმს არ შეესაბამება", - განაცხადა ვოლსკიმ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)