|
2021-12-01 11:24:03, 1046 ნახვა
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 12 პირი, მათ შორის 10 ნარკორეალიზატორი დააკავა
ფონიჭალის დასახლებასა და თბილისის სხვა უბნებში 12 პირი, მათ შორის 10 ნარკორეალიზატორი დააკავეს, – აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "ნარკოტიკების უკანონო გასაღებისთვის დაკავებული არიან: 1989 წელს დაბადებული გ. ა., 1978 წელს დაბადებული დ. ვ., 1978 წელს დაბადებული თ. ი., 1981 წელს დაბადებული ბ. ც., აზერბაიჯანის მოქალაქე, 1996 წელს დაბადებული შ. ა., .1982 წელს დაბადებული ა. ე., 1984 წელს დაბადებული ს. ც., 2004 წელს დაბადებული ე. კ., 2004 წლს დაბადებული ნ. გ. 2000 წელს დაბადებული ნ.დ. ხოლო 2 პირი - 1982 წელს დაბადებული ა. დ., 1988 წელს დაბადებული ვ. ჟ. დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის. დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების - „ჰეროინის“, „ბუპრენორფინის“ და „ალფა-პვპ“-ს საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს", – ვკითხულობთ შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)