|
2021-11-29 15:06:40, 687 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - არანაირი „გირგვლიანის საქმე“ არ არის, ასე დაარქვეს პიარისთვის, ის ოფიცრები დაკავებულნი იყვნენ, ომის შემდეგ მოხდა 280 სამხედროს ამნისტია
არანაირი „გირგვლიანის საქმე“ არ არის და ასე დაარქვეს პიარისთვის, ტრაგედია იყო სანდრო გირგვლიანის სიკვდილი, ის ოფიცრები იყვნენ დაკავებულები, 2008 წლის ომის შემდეგ, მოხდა სამხედროების ამნისტია, 280 სამხედროსი, მათ შორის, ერთი თმებით დამათრევდა გლდანის დაწესებულებაში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშივილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. "რაც შეეხება იმას, რაზეც ვარ გასამართლებული. მე უკვე ორ საქმეზე ვარ გასამართლებული, რომ არ გამომეხედა საქართველოსკენ. ერთი საქმე ეხება გაუგონარ რაღაცას, პრეზიდენტის მიერ შეწყალებას ე.წ. გირგვლიანის საქმეზე, რომელიც არანაირი გირგვლიანის საქმე არ არის. ასე დაარქვეს პიარისთვის. ტრაგედია იყო სანდრო გირგვლიანის სიკვდილი, ის ოფიცრები იყვნენ დაკავებულები, 2008 წლის ომის შემდეგ მოხდა ამნისტია სამხედროების, 280 სამხედროსი, მათ შორის ერთი თმებით დამათრევდა გლდანის დაწესებულებაში, ჩემს მიერ ამნისტირებული. ოღონდ ამნისტია კი არ მოხდა, ორჯერ მოხდა საპატიმრო ვადის შემცირება, განახევრება. იქიდან გავიდა კიდევ ექვსი თვე და ორმა სხვადასხვა მოსამართლემ გამოუშვა ესენი „უდოთი“ და აქედან ერთი მე მასამართლებს პიჯაკების საქმეზე. მართლა ხომ არ ბნელა, ხალხო? ჩალით ხომ არ არის ეს ქვეყანა დახურული“, - განაცხადა სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)