19:26 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-29 14:37:31, 644 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე საქმის პროკურორები და ადვოკატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორებსა და ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ბრალდებულ ექს-პრეზიდენტს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინა. 

„20 წუთია ვისმენთ და ერთი სიტყვა არ თქმულა განსახილველ საქმეზე. იქნებ სასამართლომ შეახსენოს, რომ ბატონი მიხეილი პრეზიდენტის სტატუსით არ გამოდის და ის ბრალდებულის სტატუსით იმყოფება აქ. მგონი, 20 წუთი მიმართვის გონივრული დრო იყო რამდენი ხანი შეიძლება ვუსმინოთ აბსოლუტურად სხვა გარემოებებზე, სხვა ქვეყნებთან დაკავშირებულ განცხადებებს?“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა უფლებადამცველმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ისტორიულია და მას უნდა მიეცეს განცხადების გაკეთების შესაძლებლობა.

საბოლოოდ, მოსამართლემ პროკურორის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილს სიტყვით გამოსვლის გაგრძელების საშუალება მისცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics