|
2021-11-29 14:23:27, 625 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - რომ ატრიალებთ 7 ნოემბრის კადრებს, რაც ჩემთვის უსიამოვნო საყურებელია, გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი?!
რომ ატრიალებთ მუდმივად შვიდი ნოემბრის კადრებს, რომელიც ჩემთვის უსიამოვნო საყურებელია, გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი?, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მიხეილ სააკაშვილი „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მისი მკვლელობა საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირმა, პირდაპირი მოწოდებით, წაახალისა. „ჯერ ერთი, რომ ატრიალებთ მუდმივად კადრებს შვიდი ნოემბრის, რომელიც ჩემთვის ძალიან უსიამოვნო საყურებელია და მე, დღემდე ცუდად ვიგონებ ამას, გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი? შეადარეთ დაზარალებულთა რაოდენობა 20 ივნისს და 7 ნოემბერს, გუშინ არ გქონდათ ლექსო ლაშქარავას მკვლელობა, რომელიც წაახალისა საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირმა, თავისი პირდაპირი მოწოდებით?!“, - განაცხადა სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)