|
2021-11-29 14:17:59, 703 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: მე გავხდი პირველი მმართველი, ლუარსაბ მეფის შემდეგ, რომელიც საპატიმროშია?! - ეს ყველაზე დიდი სირცხვილია
მე გავხდი პირველი საქართველოს მმართველი ლუარსაბ მეფის შემდეგ, რომელიც მოხვდა საპატიმროში?! ეს არის სირცხვილი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სააკაშვილის თქმით, მსოფლიო გაოგნებულია, რომ ის სასამართლოს შუშიდან მიმართავს საზოგადოებას, იმის ნაცვლად, რომ მის აშენებულ ქვეყანაში შეეძლოს სიარული. „მე გავხდი პირველი საქართველოს მმართველი ლუარსაბ მეფეს შემდეგ, 400 წლის შემდეგ მოხდა ეს ამბავი, რომელიც მოხვდა პატიმრობაში?! ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი ყველასი, ვინც ამაში მონაწილეობს, ეს არის ყველაზე დიდი დამცირება, რაც ჩვენ მოგვიწყვეს. მე არ მჯერა, რომ ესენი ქართველები არიან, ეს არის კლასიკური რუსული კომბინაცია, მთელი მსოფლიო არის გაოგნებული, რომ მე ამ შუშის იქიდან უნდა მოგმართავდეთ, იმის მაგივრად, რომ ჩემ აშენებულ ქვეყანაში შემეძლოს თქვენთან ერთად სიარული და თქვენთან ერთად მისი შემდგომი განვითარება“, - განაცხადა სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)