|
2021-11-29 11:51:45, 588 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა პოლიციელებზე: შევარდნაძის ძაღლობა არ იქცეოდა ასე, როგორც ესენი - ბუნებრივია, გადავკეტეთ გზა
სრულიად ველური ფორმით გამოვარდნენ პოლიციელები და წიწაკა მიასხეს ხალხს, ბუნებრივია გადავკეტეთ გზა. - ამის შესახებ ოპოზიცონერმა ლიდერმა გიგი უგულავამ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, შევარდნაძის ძაღლობა არ იქცეოდა ასე ახლა სამართალდამცველები იქცევიან. "პოლიცია მოაწვა ამ ხალხს და ეს ხალხი ვერ აორთქლდება ადამიანებს პროტესტის გამოხატვა უნდათ. სრულიად ველური ფორმით გამოვარდნენ პოლიციელები და წიწაკა მიასხეს ხალხს. ბუნებრივია ჩვენ ვიდგებით აქ და გადავკეტავთ გზას. არ ეტევა ამ მოედანზე ხალხი, რაცას აკეთებენ მილიციაც აღარ არის ესე იქცევა პირადი ძაღლობა. არაფრის გამო ადამიანი იდგა და დროშას აფრიალებდა. მერე რაა ? რა მოხდა ? მივიდნენ დაუწყეს ცემა და გაზის შესხმა და გამოიწვიეს ის, რომ ადამიანებს აწვებოდნენ აქეთ ბუნებრივია გადაიკეტება გზა. ეს არის პირდაპირი დავალება პოლიციელი, რომ პროვოკატორი გახდება, შევარდნაძის ძაღლობა არ იქცეოდა ასე ახლა ესენი რომ იქცევიან. ჩვენ ვთქვით, რომ გორში აქციები არ მოეწყობოდა და არც მოეწყობა. გამოვხატავთ პროტესტს." - განაცხადა გიგი უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)