|
2021-11-27 15:31:41, 1000 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში ცენტრ „ემპათიას“ ექიმთა ჯგუფი შევიდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ ექიმთა ჯგუფი მივიდა. "ჩვენ მოვედით მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო შემოწმების მიზნით და ვნახავთ, შეგვიშვებენ თუ არა. გვაქვს წერილები პენიტენციური სამსახურიდან და შეგვიშვებენ თუ არა ვნახავთ. ცენტრი "ემპათია" დიდი ხანია ჩართულია სამედიცინო შემოწმებაში, მიმდინარეობს ექსპერტიზა, გაცემულია ორი დასკვნა, რაც შეეხება ექსპერტებს, ეს მულტიფუნქციური ჯგუფია", – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა. ამასთანავე, მან კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის 29 ნოემბერს, სასამართლო სხდომაზე გადაყვანასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხს ექსპერტები არ წყვეტენ. "რაც შეეხება ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციას სასამართლოში წაყვანა-არწაყვანასთან დაკავშირებით, ჩვენ ამას არ ვწყვეტთ, ეს არის ადამიანის უფლება სასამართლოში მიიღოს მონაწილეობა და თუკი მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, არავის არ აქვს უფლება, მათ შორის არც ექიმს, შეზღუდოს მისი ეს უფლება“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)