|
2021-11-26 13:06:48, 880 ნახვა
სამართალი
კახეთში სამი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში სამი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. უწყების ცნობით, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები გამოვლენილია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შახვეტილას მიმდებარედ და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში. „მოქალაქეებს უკანონო სახერხი საამქროები საკალმახისა და საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი. ლაგოდეხში, სამართალდამრღვევს, სახერხი საამქროს ტერიტორიაზე 8 ერთეული ალვისა და 2 ერთეული ჭალის მუხის სახეობის მრგვალი მორი, ასევე 0,1 კუბური მეტრი ალვის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტიც (ფიცარი) ჰქონდა განთავსებული. ყვარელში კი, უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიაზე გამოვლენილია: 1 ერთეული ალვის სახეობის მორი, 3 ერთეული სხვადასხვა სახეობის ხე-ტყე (კოტრი), 1,43 კუბური მეტრი წიფლის სახეობისა და 0,6 კუბური მეტრი მუხის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).“ - ნათქვამია ინფორმაციაში. ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)