|
2021-11-25 23:41:37, 685 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი- ციხე არ არის კურორტი, სააკაშვილი უნდა შეეჩვიოს, რომ ის არის არა მმართველობაში, არამედ ციხეში
გაიხსენოს, თავისი პრეზიდენტობის პერიოდში, ციხეში მყოფს, მათ შორის ძალიან ბევრ უდანაშაულოს, წლების განმავლობაში ერთი ადამიანის ნახვის საშუალება არ ჰქონდა, - ამის შესახებ საპარლამენტოს უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში კი არა მსოფლიოში არ არსებობს პატიმარი, რომელსაც 2 თვის განმავლობაში იმდენი მნახველი ჰყოლოდა, რამდენიც სააკაშვილს ჰყავდა. "ციხე არ არის კურორტი. საკმარისი ადამიანი შედის და საკმარისზე მეტიც. გაიხსენოს ის ადამიანები, რომლებსაც თავისი პრეზიდენტობის პერიოდშიც, ციხეში მყოფს, მათ შორის ძალიან ბევრ უდანაშაულოს, წლების განმავლობაში ერთი ადამიანის ნახვის საშუალება არ ჰქონდათ. უნდა შეეჩვიოს, რომ ის არის არა მმართველობაში, არამედ - ციხეში“, - განაცხადა სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)