20:52 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-25 22:30:20, 681 ნახვა

პოლიტიკა
ლომჯარია აცრაზე- არ შეიძლება პოლიტიკური მიზანშეწონილობა წონიდეს მეცნიერებას, ეს ბოროტებაა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ საერთაშორისო პრაქტიკა უნდა გამოიყენოს და 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანების ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.

ომბუდსმენის თქმით, მისი მშობლები კოვიდინფიცირებულები არიან და მკურნალობას კლინიკაში გადიან, თუმცა ისინი აცრილები არიან და მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

"ჯანდაცვის მინისტრის განცხადება, დიდი ალბათობით, სარკაზმი იყო, თუმცა ამისი დრო არ არის... უფრო იმპერატიული რიტორიკაა საჭირო ხელისუფლებისგან და სავალდებულო ვაქცინაცია შემოსაღები იმ ასაკობრივი ჯგუფებისა და კატეგორიის პირებისთვის, რაც ცივილიზებულ სამყაროში უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა!

ჩემი კოვიდ ინფიცირებული მშობლები 10 დღეა საავადმყოფოში წვანან. მათი კლინიკური მდგომარეობა ცუდი არ არის, მაგრამ, სუბიექტურად ძალიან სუსტად და ცუდად გრძნობენ თავს. საბედნიეროდ, აცრილები იყვნენ, თორემ წარმოდგენაც არ მინდა, როგორ ვიქნებოდით ახლა

ჩვენ უნდა გავიზიაროთ ის საერთაშორისო პრაქტიკა, რაც ამბობს, რომ 60 წლის ასაკის ზემოთ ყველა უნდა აიცრას, რომ კოვიდ გადატანილის იმუნიტეტი 6 თვე მუშაობს... არ შეიძლება ასეთი ტანჯვისთვის გავწიროთ ჩვენი უფროსი თაობა, ექიმები, არ შეიძლება პოლიტიკური მიზანშეწონილობა წონიდეს მეცნიერულ არგუმენტებს, ეს გაუგონარი ბოროტებაა!", - წერს ნინო ლომჯარია Facebook-ზე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics