20:52 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-25 17:56:35, 821 ნახვა

პოლიტიკა
ბათუმის საკრებულოში, სადაც ბიუროს სხდომა მიმდინარეობს, ხმაური და ფიზიკური დაპირისპირებაა

ბათუმის საკრებულოში, სადაც ბიუროს სხდომა მიმდინარეობს, ხმაური და ფიზიკური დაპირისპირებაა.

სხდომაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო, ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ, ადგილზე იმყოფება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კირთაძეც.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, დღევანდელი ბიუროს სხდომა არალეგიტიმურია.

"ერთანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მირდატ ქადამაძემ ბიუროს სხდომაზე საკითხების ფურცელი დახია.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი, რომლებიც ცდილობენ, ოპოზიციის წარმომადგენლებს სხდომათა დარბაზი დაატოვებინონ.

 

ფოტო - მთავარი არხი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics