|
2021-11-25 12:49:19, 811 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი - თუ ხალხი დააფიქსირებს შესაბამის პროტესტს, ზურაბიშვილი მიიღებს სააკაშვილის გათავისუფლების ბრძანებას
სააკაშვილის გათავისუფლების უმოკლესი სამართლებრივი გზა, ეს არის პრეზიდენტის მიერ შესაბამისი განკარგულების მიღება. - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. ამასთან ბასილაია ამტკიცებს, რომ სასამართლოს და მართმსაჯულების სისტემა თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ მითითებებზეა დამოკიდებული. "სააკაშვილის გათავისუფლების უმოკლესი სამართლებრივი გზა, ეს არის პრეზიდენტის მიერ შესაბამისი განკარგულების მიღება, რომელმაც ორგზის უკვე განაცხადა, რომ ამას არ გააკეთებს, მაგრამ ეს უნდა იყოს და იქნება ცალსახად ქართველი ხალხის გადასაწყვეტი. თუ ქართველი ხალხი შესაბამის პროტესტს დააფიქსირებს, სალომე ზურაბიშვილი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. ამასთან ერთად არსებობს სხვა სამართლებრივი მექანიზემბი, რაზეც ვმუშაობთ ამსთან ერთად უნდა გვესმოდეს, რომ სასამართლო სისტემა, მართმსაჯულების სისტემა თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ მითითებებზეა დამოკიდებული. მითითებების ფორმირებას ხელისფლება ახდენს იმის მიხედვით თუ როგორია ხალხის პროტესტი ", - თქვა ბექა ბასილაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)