|
2021-11-25 12:31:54, 801 ნახვა
პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაზე პარლამენტში მოგვიწვიეს, რაზეც უარი ვთქვით
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების მოსმენის პროცესის დასაკვირვებლად ჩვენ მიგვიწვიეს, დავაკვირდეთ დღევანდელ და ხვალინდელ მოსმენებს პარლამენტში, რაზეც უარი ვთქვით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც ელჩმა აღნიშნა, არის ხარვეზები კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც სრულად არ შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. „ჩვენ მიგვიწვიეს, დავაკვირდეთ დღევანდელ და ხვალინდელ მოსმენებს პარლამენტში, რაზეც უარი ვთქვით მარტივი მიზეზით, რადგან ეს კვლავ არის ნაწილი იმ პროცესისა, რაზეც ვსაუბრობთ აპრილის შემდეგ და ივლისში, სადაც ჩვენ გვაქვს შეშფოთება უპირველეს ყოვლისა იმ ფაქტის გამო, რომ ის არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმებასა და პირობებს, რომლებიც დაწესებულია ევროკავშირის მაკროფინანსული დახმარებისთვის. როგორც ვიცით, არის ხარვეზები კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც არ შეესაბამება სრულად ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს", - განაცხადა ელჩმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)