|
2021-11-24 17:07:50, 741 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინელი ადვოკატი – მომეჩვენა, რომ სრულიად სხვა ადამიანთან მქონდა საუბარი, ეს არ არის ის მიხეილ სააკშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისმა უკრაინელმა ადვოკატმა, ევგენი გრუშოვეცმა მოინახულა. როგორც ადვოკატმა გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილს სჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება და სრული რეაბილიტაციის კურსის გავლა. "მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ვცდილობდი 15 საათის განმავლობაში. სხვაობა არის ძალიან დიდი ეს არ არის ის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ვხვდებოდი უკრაინაში. ფიზიკურად არის ძალიან დიდი სხვაობა. მომეჩვენა, რომ სრულიად სხვა ადამიანთან მქონდა საუბარი. 50 დღიანმა შიმშილობამ კვალი დაატყო, მან გადაიარა დიდი რეპრესიები და ამან არ ჩაიარა უკვალოდ. მიხეილ სააკასვილს ნამდვილად სჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება და სრული რეაბილიტაციის კურსის გავლა. მე ვერ მივიღე ინფორმაცია და პასუხები როგორ მიმდინარეობს სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობა,მაგრამ სააკაშვილმა მითხრა, რომ აქვს უკეთესი პირობები. სააკაშვილმა მითხრა, რომ მზად არის მივიდეს სასამართლოში და დაიცვას საკუთარი თავი", – განაცხადა ადვოკატმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)