|
2021-11-24 16:36:43, 650 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე სახალხო დამცველს ბათუმის საკრებულოს დეპუტატის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ სახალხო დამცველს, სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო პარტნიორებს ბათუმის ახალი საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმის გამოძიებისა და შეფასებისკენ მოუწოდა. „წარმოუდგენლად მძიმეა, როცა საქმე გვაქვს რეჟიმის მიერ იმდენად საზიზღარი და მახინჯი სისტემის მიერ შემუშავებულ მექანიზმთან, როდესაც არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური ძალაუფლებისთვის რეჟიმი არ ერიდება ადამიანების შანტაჟს, მათზე მუქარას, არ ერიდება ყველაზე უფრო მძიმე სიბინძურეში გახვევას და შედეგად ვიღებთ იმას რომ ადამიანი, ჩვენი თანამებრძოლი ბათუმის საკრებულოს დეპუტატი დღეს უბრალოდ აღარ არის. მივმართავ სახალხო დამცველს, მივმართავ ყველა იმ ადამიანს, რა თქმა უნდა, სამოქალაქო სექტორიდან ვინც ფიქრობს, ჩართულია და იცავს ადამიანის უფლებებს. მე მივმართავ საერთაშორისო პარტნიორებს, ვისთანაც ჩვენ ამ თემაზე გვექნება საუბარი, რომ ეს საშინელი ფაქტი, წარმოუდგენელი ძალადობა ადამიანზე დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული და სათანადოდ შეფასებული“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. ცნობისთვის, ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)